მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომვალ შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს 26 მაისის აქცია არ დაურბევია. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა განაცხადა ჭიკაიძე თავის მოვალეობას ასრულებდა.
,,ლექსო მაშინ მუშაობდა სამინისტროში. ის 26 მაისს ასრულებდა თავის მოვალეობას ეს ლექსოსაც არ დაუმალავს, თუმცა ის არ იყო დამრბეველი. ასე რომ, ვერ გავიგე თქვენი კითხვის არსი, ლექსოს მიმართ რა კითხვა არსებობს, არ მესმის. ჩვენ ვისაც ბრალი წარვუდგინეთ, ესაა ვანო მერაბიშვილი. გამოძიებას კითხვები აქვს არა დარბევაში მონაწილე პოლიციელების მიმართ, არამედ ბრძანების გამცემთა მიმართ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.