მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ნოდარ ხადურს, რომელმაც ისაუბრა სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური მიმართულების ძირითად პრიორიტეტებზე. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე მოკლედ შეაფასა ფინანსთა სამინისტროს ერთწლიანი მუშაობა.
ნოდარ ხადურმა უპასუხა უმრავლესობისა და უმცირესობის წევრთა შეკითხვებს. საბოლოოდ, 6 მომხრე, 4-წინააღმდეგი ფარული კენჭისყრის შედეგებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები