,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მომავალ შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს ,,ოროსანი" უწოდა.
თაქთაქიშვილის განმარტებით მისი უკმაყოფილება გამოიწვია იმან რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრების კითხვებს ჭიკაიძე პასუხს არ სცემდა.
,,ოროსნობა ჰქვია ამას, როცა დასმულ კითხვას პასუხს არ სცემენ", _მიმართა კომიტეტის სხდომაზე თაქთაქიშვილმა ჭიკაიძეს.