ექსპერტ კახა კახიშვილის შეფასებით, ახალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ფრთხილობს მინისტრთა კაბინეტის წევრების შეცვლას.
როგორც კახიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიცია არ არის ერთპარტიული და კონკრეტული მინისტრების უკან დგანან კონკრეტული პოლიტიკოსები.
"ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მთავრობაში ცვლილება არ იქნება. კოალიცია არაერთპარტიულია და კონკრეტული მინისტრების უკან დგანან კონკრეტული პოლიტიკოსები. შესაძლებელია, ამის გამო ღარიბაშვილი ფრთხილობს მინისტრთა კაბინეტის წევრების შეცვლას. ვინაიდან კოჰაბიტაციის პერიოდი დამთავრდა, საჭიროა ქვეყანაში რეფორმები სოციალური მდგომარეობის კუთხითა და ინსტიტუციონალური ძირეული ცვლილებები", - აცხადებს კახიშვილი.