ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩვევს, რომ მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მთავრობის შემადგენლობა უცვლელად დატოვა. თუმცა ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს თვეებში მთავრობის შემადგენლობაში ახალი სახეები გამოჩნდებიან.
"მიმაჩნია, რომ იგივე მინისტრთა კაბინეტის წარდგომა იყო სწორი გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მხრიდან. უხერხულია მაშინ როცა თავად არ ხარ დამტკიცებული თანამდებობაზე რამდენიმე მინისტრთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. მით უფრო რომ ეს იქნებოდა ცვლილება არა ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული, არამედ დიდი ალბათობით ივანიშვილის დანაბარების შესრულება. ამიტომაც სწორი ნაბიჯი გადადგა ახალმა პრემიერმა როდესაც იგივე მინისტრთა კაბინეტით წარსდგა. ახალ პრემიერს ალბათ დასჭირდება გარკვეული დრო რომ თავად შეაფასოს ეფექტურობა ამა თუ იმ მინისტრის და ცვლილება მთავრობის შემადგენლობაში. რამდენიმე თვეში ალბათ ახალი სახეები გამოჩნდებიან მთავრობაში და მე ვთვლი რომ ეს უფრო გაზაფხულზე მოხდება", - განაცხადა ცისკარიშვილმა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში.
მასალის გამოყენების პირობები