"დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკურ კონსულტაციებს ირაკლი ალასანიას გუნდის წევრთან კოკა გუცაძესთან მართავს.
როგორც გუნცაძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, გაჩეჩილაძესთან ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის იდეის გადარჩენის საკითხს განიხილავს.
~ლევან გაჩერჩილაძესთან განვიხილოთ, რამდენადაა შესაძლებელი ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის იედის გადარჩენა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მერის არჩევნებზე ოპოზიცია ერთიანი ფრონტით და კანდიდატით წარდგეს~, - აღნიშნა გუნცაძემ.
დღეს ~დაიცავის საქართველოს~ ოფისში კონსულტაციებს გაჩეჩილაძესთან ~კონსერვატორების~ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავაც მართავდა.