ხვალინდელ ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოს დღეს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა ის თბილისში 17:30 საათზე ჩამოვა.
,,დღეს 17:30 საათზე ჩამოდის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიტვის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ თავის ქვეყანას, არამედ ევროკავშირს. ეს არის მნიშვნელოვანია თუნდაც ვილნიუსის სამიტის წინ", _განაცხადა ფანჯიკიძემ.
საერთაშორისო დელეგაციები ინაუგურაციაზე დასასწრებად ნაწილი დღეს, ნაწილი კი ხვალ 12:00 საათამდე ჩამოვა.