საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას რესპოდენტნა უმეტესობა უჭერს მხარს. ასეთი პოზიცია დააფიქსირა ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით რესპოდენტთა უმეტესობამ.
კითხვაზე, „უნდა დასწროს თუ არა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას მიხეილ სააკშვილი?", რესპოდენტების პასუხები ასე განაწილდა.
- უნდა დაესწროს - 21%
- სასურველია დაესწროს - 43%
- არ უნდა დაესწროს - 18%
- სასურველია არ დაესწროს - 11%
- პასუხი არ მაქვს - 7%
კვლევაში, რომელიც საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა ჯი-სი-ჯიმ ჩაატარა, მონაწილეობა მიიღო 1281-მა რესპოდენტმა.
მათ შორის 695 ქალი, 586 მამაკაცი.
კვლევის მონაწილეთა პარტიული სიმპატიები:
32% - 410 რესპოდენტი - „ქართული ოცნება";
18% - 230 რესპოდენტი - „ნაციონალური მოძრაობა",
12% - 154 რესპოდენტი - სხვადასხვა პარტიები;
38% - 487 რესპოდენტი - პარტიული სიმპატიების გარეშე;
კვლევაში მონაწილეთა ასაკი:
18-25 წელი - 225 რესპოდენტი
26-35 წელი - 215 რესპოდენტი
36-45 წელი - 228 რესპოდენტი
46-55 წელი - 231 რესპოდენტი
55 -65 წელი - 209 რესპოდენტი
65 წელზე ზევით - 173 რესპოდენტი
გამოკითხვა 11-13 ნოემბერს თბილისში პირდაპირი გამოკითხვის წესით ჩატარდა.