საგამომცემლო სახლი Forbes Media LLC ჟურნალ Forbes-ის გაყიდვის საკითხს განიხილავს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალის გამომცელმელბა შეთავაზება უკვე მიიღეს Deutsche Bank AG-გან, რომელიც მზადაა 96 წლის ასაკის მქონე ჟურნალი და ვებგვერდი Forbes.com იყიდოს.
თუ რა თანხა შესთავაზა Deutsche Bank AG-მა Forbes Media LLC -ს ამ დროისათვის არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ Forbes Media LLC-ია ჟურნალის გაყიდვიდან მინიმუმ 400 მლნ დოლარის შემოსავალს ელოდება.
საგამომცემლო სახლ Forbes Media LLC-ს აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სტივ ფორბსი ხელმძღვანელობს. გამომცემლობის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს. როგორც ცნობილია ჟურნალი Forbes-ი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემაა, რომელიც 1917 წლიდან გამოიცემა.