საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად დღეს სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
სისხლის გაღების აქციაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმაც. „ეროვნული ბანკი რამდენიმე წელია თანამშრომლობს სისხლის ბანკთან, ჩვენი მოქალაქეობრივი, ადამიანური ვალდებულებაა როგორც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს აქციებს და ყველას მოვუწოდებთ აქტიურად ჩავერთოთ სისხლის გაღების აქციაში და გადავარჩინოთ სიცოცხლე", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
სისხლის გაღების აქცია, რომლის მიზანიც უანგარო დონაციის პოპულარიზაციაა, საქართველოს ეროვნული ბანკი პრემანენტულად მონაწილეობს და ამგვარ აქციაში ჩართვას მომავალშიც გეგმავს.