საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს უკან, ბნელ წარსულში ვერავინ ვერ დააბრუნებს.
~ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ წელში გამართული სახელმწიფო გავხდებით, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ ჩვენ წინ მივდივათ და ჩვენ უფრო შორს ვართ წასული ვიდრე ის იმპერია, რომელიც ჩვენ გვედავება. რაც მთავარია ჩვენ მივდივათ სწორი მიმართულებით და ისინი კი პირიქით უკან მიდიან. ამიტომ, საქართველოს ვერავინ ვეღარასდროს უკან, ბნელ წარსულში ვერ დააბრუნებს. ჩვენ ყველა ერთად წავალთ თანამედროვე ევროპულ მომავალში და ერთად გავიმარჯვებთ~, - განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში, თურქული სკოლის გახსნაზე.
ამასთან, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიდევ არსებობს ბევრი პრობლემა, რომ ქვეყანამ საბოლოო მიზნს მიაღწიოს და გავხდეს ისეთი, სადაც ადამიანები კომფორტულად იცხოვრებენ და მსოფლიო მასშტაბით თავიანთი წარმატებებით იამაყებენ.