კომპანია „რომპეტროლმა" ერთგული მომხმარებლებისათვის 2013 წელს გამოშვებული ავტომობილის - ტოიოტა კოროლას გათამაშება დაიწყო.
რომპეტროლის მენეჯმენტის ინფორმაციით, წამახალისებელი აქცია 24 დეკემბრის 23:59 საათამდე გაგრძელდება და მასში ჩაერთვება ნებისმიერი მსურველი, ვინც „რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათით, მინიმუმ 20 ლიტრ საწვავს შეიძენს.
გათამაშებაში ჩართვის პირობები მარტვია. რომპეტროლის ქსელში 20 ლიტრი ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას მომხმარებელს გადაეცემა გათამაშების ერთი ბილეთი. შესაბამისად, 40 ლიტრი საწვავის შეძენის შემთხვევაში მყიდველს 2 ბილეთს გადასცემენ. გათამაშების ბილეთში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მისი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი და სურვილისამებრ თვითონ, ან ოპერატორის დახმარებით, ბილეთის ის ნაწილი, რომელზეც მისი პირადი მობილურის ნომერი წერია სადგურზე დამონტაჟებულ გამჭვირვალე ყუთში მოათავსოს.
„რომპეტროლი" ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის საწვავის გარდა, სხვადასხვა სახალისო აქციებიც შესთავაზოს. ამ აქციის მიზანიც სწორედ ჩვენი ერთგული მომხმარებლების წახალისებას ემსახურება. გათამაშებისთვის შევარჩიეთ ტოიოტას უახლესი, წელს გამოშვებული ავტომობილი, რომელიც მაღალი მახასიათებლებით გამოირჩევა და რომლის მოგების შანსიც ნებისმიერ მომხმარებელს აქვს. ვფიქრობ, ეს აქცია საინტერესოდ წარიმართება"-აცხადებს რომპეტროლის გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.
„ტოიოტა კოროლა"-ს გათამაშება 28 დეკემბერს 21:30 საათზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გაიმართება. „რომპეტროლის" იღბლიან მომხმარებელს ავტომანქანას აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე გადასცემენ.
ტრანსნაციონალური კომპანია „რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს. „რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოში 50-მდე კომპანიას აერთიანებს. ამჟამად რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე 5 ტიპის საწვავს ყიდის. სამი ტიპის ბენზინს - Euro Regular, Efix Euro premium, Efix S და ორი სახეობის დიზელს - Efix Euro Diesel და Euro Diesel.