13 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364 - დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 20 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.190 პროცენტით, მაქსიმალური 4.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.245 პროცენტით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები