"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს აპროტესტებს და საპროტესტო აქციებს იწყებს.
შალვა ნათელაშვილის განმარტებით, არჩევნებზე რამდენიმე უბანზე მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდება, რის გამოც მეორე ადგილზე ვერ გავიდა.
,,ლეიბორისტების" ლიდერის განმარტებით, აუცილებელია საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ხმები ხელახლა გადაითვალოს.
,, რა თქმა უნდა, ვიწყებთ საპროტესტო აქციებს და იქამდე გავაგრძელებთ სანამ არ გამოვაბრძანებთ თავიაანთი სასახლეებიდან. იმ ინაუგურაციას, რომელიც ასეთი ბოროტებით მტკიცდება ჩვენ ჩავაშხამებთ", _განაცხადა ჟურნალისტებთან ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა განმარტა არჩევნებში მილიონ თორმეტი ათას ხუთას სამოცდაცხრა ხმა კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო რაც ამომრჩეველთა ხმების 62, 12%, ხოლო ხმების 21, 72 % ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მიიღო, რაც სამას ორმოცდათოთხმეტი ათას 103 ხმაა, 10,19% კი ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ მიღო, რაც 166 ათას 61 ხმაა. ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხმების 2, 88% მიიღო.