ამ თემაზე მიდის მსჯელობა და მიდის სამუშაო რეჟიმში და არა - პრივატულ საუბრებში,- ამის შესახებ არჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში სოჭის ოლიმპიადაზე მისი შესაძლო დასწრების საკითხზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
მაჭავარიანის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ქვეყანას წაადგება და რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეობრობის აზრსაც გაითვალისწინებს.
"რა თქმა უნდა, არ დავრჩებით მარტო ამ სიტუაციაში, როდესაც ვთქვათ, ჩვენი პარტნიორები მიუხედავად მათი პრობლემებისა რუსეთთან, გადადგამენ ამ ნაბიჯს და ჩვენ რეალურად ამ თვალსაზრისით დავფიქრდებით და რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივი აზრი გათვალისწინებული იქნება,"- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეკომპანია "ORT"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სოჭის ოლიმპიადაზე და აღნიშნულ ოპლიმპიადაზე მისი ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე - ლიდერები ხშირად ჩამოდიან თავიანთი გუნდების მხარდასაჭერად, ან ოლიმპიადის დახურვაზე და გახსნაზე. თქვენ აპირებთ ჩამოსვლას?, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხს გუნდში განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტლებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.