ახალმა მთავრობამ ბიზნესს საინვესტიციო ხელშეკრულებების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები აპატია, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მინისტრის განმარტებით, ჯარიმები ეპატია მაგალითად თბილისის უნივერმაღს, ასევე კომპანია „საირმე". გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საუბარია კომპანიებისთვის ათეულობით მილიონი ლარის ჯარიმების პატიებაზე.
„ძალიან ბევრი საინვესტიციო პროექტი, ასევე ძალიან ბევრი საინვესტიციო ვალდებულები, რომლებიც გააჩნდათ კომპანიებს და იმ გარემოს გამო, რომელიც ბოლო წლებში შეიქმნა ისინი გაჩერებულები იყვნენ. ჩვენ აი ამ ჯარიმების ჩამოწერა მოვახდინეთ, იმისათვის, რომ ამ კომპანიებისთვის ხელფეხი გაგვეხსნა და გაეგრძელებინათ მუშაობა. ასეთი ძალიან ბევრი კომპანია იყო. ათეულობით მილიონობით ჯარიმაზეა საუბარი და ეს კომპანიები გაჩერებულები იყვნენ. დღეს კი მათ მუშაობა განაახლეს"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.