უკრაინის სახელმწიფო კომპანიამ „გაზპრომისგან" გაზის შეძენა შეწყვიტა. უკრაინული და რუსული მედის ინფორმაცით, „ნოფტოგაზ უკრაინამ" 8 ნომებრიდან რუსული გაზის გიგანტისგან ბუნებრივი აირის შეძენა შეწყვიტა. შესაბამის ინფორმაცის რუსეთის სათბობ-ენრგეტიკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეჩერო ადასტურებს.
სადისპეჩეროს ინფორმაციით, ოკტმბერში უკრაინის სახელმწიფო კომპანიამ 3,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიღო, რაც დღე-ღამეში საშუალოდ 104 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა. 6-7 ნომებერს შესყიდვა 9 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა, ხოლო 8 ნოემბერს კი საერთოდ შეწყდა.
ოქტომბრის ბოლოს გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ აგვისტოში მიწოდებული გაზის საფასური არ გადაიხადა და დავალიანებამ 882 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სექტმებერში კი უკრაინის პრეზიდენტმა ვიქორ იანუკოვიშმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ უკრაინა შეამცირებდა გაზის შესყიდვას, თუ რუსეთთან ვერ მიაღწევდა კომპრომისს.
უკრაინის მხარე აცხადებს, რომ ოქტომბრის გაზის ღირებულებას 15 მილიონ დოლარს გადაიხდის. რადგან რეალური მიწოდება სწორედ ამდენი იყო.