საქართველოს პრმიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაკავებული თანამდებობიდან სავარაუდოდ, 26 ნოემბერს გადადგება.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, 26 ნოემბერს პარტიის ყრილობა გაიმართება, რომელზეც ახალ თავმჯდომარედ მომავალ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევენ.
ამასთან, ახვლედიანი თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებისას სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს და შესაძლო ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილებები სწორედ იმ დროს მიიღოს, როდესაც საჭირო ჩათვლის.
"არ ვზღუდავთ პრემიერ-მინისტრს არჩევანში და მას აქვს უფლება, რომ იმდენი ცვლილება განახორციელოს, რამდენსაც ჩათვლის საჭიროდ და აუცილებლად. მისი ნებაა როდის განახორციელებს ამას. შეუძლია მაშინ განახორციელოს, როცა ჩათვლის საჭიროდ. ეს შეიძლება იყოს ახლა ან მოგვიანებით, ეს მისი უფლებაა,"- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.