საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ის შემადგენლობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოს დამტკიცდება, სტაბილური იქნება და უახლოეს მომავალში კორექტირებას არ განიცდის.
ფანჯიკიძის შეფასებით, ამ მთავრობამ ფაქტობრივად დაამტკიცა, რომ იგი არის სერიოზული მთავრობა და შესაბამისად 2 და 3 კვირაში არ ცვლის შემადგენლობას.
"ის შემადგენლობა, რომელიც დამტკიცდება მომავალ კვირაში და ეს მოხდება ვილნიუსამდე, ანუ სულ რამდენიმე დღეში ინაუგურაციიდან, იქნება სტაბილური მთავრობა, რომელიც არ შიცვლება. რამე რომ იყოს შესაცვლელი, იმდენი ძალა, უნარი და კომპეტენცია შესწევს ახალ, მომავალ პრემიერ-მინისტრს, რომ მან ეს ცვლილება განახორციელოს ახლა და არ გახადოს მთავრობის საქმიანობა სასაცილოდ მოსახლეობისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის,"- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.