ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, უწყების საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი კონსულტაციების შემდეგ დასახელდება.
"ფარცხალაძე ასრულებს თავის მოვალეობას ჯერეჯერობით. თქვენ როგორც იცით, მთავარი პროკურორი გადადგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანამდებობას დატოვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება მის შემცვლელს, დაიწყება კონსულტაციები და კანონმდებლობის შესაბამისად წარვადგენ,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგინა.