ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ლარის გაუფასურება ბიუჯეტის შევსების მიზნით ხდება.
"როგორც აქამდე ვაპირებდით ისე ვაპირებთ ბიუჯეტის შევსებას, ძალიან კარგად, წყნარად, ყოველგვარი ძალდატანების, ყოველგვარი დაშინების და დაყაჩაღების გარეშე ვაპირებთ. პალამენტის სხდომას დაველოდოთ, ოთხშაბათს იქნება განხილვა,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებებს ბიუჯეტის შევსების მიზნით ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით, ხადური მიიჩნევს, რომ "ვინც ეს თქვა, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არც ბიუჯეტზე, არც ლარის კურსზე და არც ზოგადად ეკონომიკაზე.
ცნობისთვის, ოთხშაბათს ნოდარ ხადური პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარსდგება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სხდომაზე გაირკვევა შემცირდება თუ არა მიმდინარე წლის ბიუჯეტი.