უახლოეს ხანებში Apple ბაზარზე „მოღუნილ" ეკრანიან ორ iPhone-ს გამოიტანს. როგორც უცხოური მედია წერს, ახალი ეკრანის სენორები უფრო მეტი მგრძნობელობით იმუშავებენ და მას სწორი ზედაპირი არ ექნება. Apple -ის ახალი სმარტფონები ბაზარზე 2014 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდება. „ჭკვიან" ეკრანს ექნება გარჩევითობის საშუალება, რათა ერთმანეთისაგან განარჩიოს მსუბუქი შეხება და ძლიერი შეხება ეკრანთან.
როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ ახალი სმარტფონი კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბული იქნება, ეკრანის დიაგონალი 4,7 და 5,5 დიუმი იქნება. ახალი სმარტფონების ჯერ კიდევ შემუშავების რეჟიმშია.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს Apple -მა საკუთარი ტრადიცია დაარჩვია და ბაზარზე ერთდროულად ორი iPhone - iPhone 5c და iPhone 5s გამოიტანა.