არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეკომპანია "ORT"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სოჭის ოლიმპიადაზე და აღნიშნულ ოპლიმპიადაზე მისი ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში, რუსეთის ინტერესებშია, რადგან სტაბილური ქვეყანა სამხრეთით რეალურად ქმნის შესაძლებლობას ურთოიერთობების გაღრმავებისთვის და ასევე რუსეთის ფედერაციის სტაბილური განვითარებისთვის.
"ჩვენ ვქმნით რუსი ბიზნესმენებისთვის საშუალებას, რომ საქართველოში ინვესტიცია ჩადონ როგორც ქვეყანაში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ევროპასთან. საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში კი, რუსეთის ინტერესებშია, რადგან სტაბილური ქვეყანა სამხრეთით რეალურად ქმნის შესაძლებლობას ურთოიერთობების გაღრმავებისთვის და ასევე რუსეთის ფედერაციის სტაბილური განვითარებისთვის, რომელიც სხვათა შორის ევროპასთან მიმართებაში ასევე აქტიურია და ავითარებს კულტურულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირთან,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.