არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეკომპანია "ORT"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სოჭის ოლიმპიადაზე და აღნიშნულ ოპლიმპიადაზე მისი ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, ეს შესაძლოა გახდეს კარგი დასაწყისი იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული პოლიტიკური დაძაბულობის დონე დაიწიოს.
ჟურნალისტის კითხვაზე - ლიდერები ხშირად ჩამოდიან თავიანთი გუნდების მხარდასაჭერად, ან ოლიმპიადის დახურვაზე და გახსნაზე. თქვენ აპირებთ ჩამოსვლას?, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხს გუნდში განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტლებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.
"ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ჩვენს გუნდში ის ღიად განიხილება. ვთვლით, რომ ეს კარგი დასაწყისია, რათა არ შეიქმნას პოლიტიკური დაძაბულობა. იმიტომ ვუყურებთ ოლიპმიადას მოლოდინით, რომ სპორტული ნების კეთილი ემოცია მისცემს სტარტს ახალ ურთიერთობებს არამხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.