დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შპს „აგრომშენ სერვისი", შპს „ბლოკ ჯორჯია" შპს „NBG", სააქციო საზოგადოება „ტრანს მშენი" და შპს „სენი" ეს ის კომპანიებია, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ. შეხვედრაზე მინისტრმა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა. მშენებლებმა, მინისტრს დეტალური ინფორმაცია წარუდგინეს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და რა ვადებში მოხდება რეაბილიტაციის დასრულება.
მიმდინარე წლის ბოლომდე 1000-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას, რაც იმას ნიშნავს, რომ დევნილთა სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგად 2000-მდე ოჯახმა, დევნილთა გრძელვანიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები.
მასალის გამოყენების პირობები