კოალიცია ,,ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. კონსულტაციების მთავარი თემა 24 ნოემბერს დანიშნული პარტიის ყრილობაა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი პოსტს დატოვებს და პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის ინფორმაციით, ახალი მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურაზე პარტიაში კონსულტაციები არ ყოფილა, მაგრამ გუნდი შეთანხმებულად მუშაობს.
არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს სამთავრობო გუნდი თავად შეარჩიოს და მათ შორის მთავარი პროკურორიც. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურა მოქმედ პრემიერთან შეათანხმა და ეს სავსებით საკმარისია.