გუბერნატორები თანამდებობებს, სავარაუდოდ, 15 ნოემბერს დატოვებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
,,პრეზიდენტს უკვე მივმართე და იგი ჩემს განცხადებას 15 ნოემბრისთვის დააკმაყოფილებს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ყველა გუბერნატორმა მიმართა პრეზიდენტს და 15 ნოემბრისთვის დააკმაყოფილებს განცხადებას", _განაცხადა ჭიაბერაშვილმა, პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას.