ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების რეგიონული დირექტორი ლორა ჯუიტი ,, ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალ მთავრობას ეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რათა მმართველობა იყოს ძალიან გამჭვირვალე.
"ამ თვის ბოლოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ვილნიუსში გაემგზავრებიან. მე არ შემიძლია შედეგის წინასწარმეტყველება, მაგრამ ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება. ეს უახლოეს მომავალში ამ ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ საქართველომ ევროატლანტიკური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგად მეზობლებისგან წნეხი განიცადოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველო ამას გაუძლებს და მთავრობის და ხალხის მისწრაფება რეალიზებული იქნება.
საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ვფიქრობ ახალ მთავრობას მმართველობის შესანიშნავი საშუალება ექნება, მაგრამ ამასთანავე მათ ეკისრებათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რათა მმართველობა იყოს ძალიან გამჭვირვალე. იმედი მაქვს, ახალი მთავრობა დიდ გულისყურს გამოიჩენს, რათა გაიგოს საქართველოს მოქალაქეების შეხედულებები, როგორი რეფორმების გატარება და პოლიტიკის დანერგვა სურთ მათ", _აცხადებს კენეტ იალოვიცი.