სოფლის მეურნობის სამინისტრო, არასამთავრობო სექტორთან ერთად, ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისთვის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობს. აღნიშნული დოკუმენტი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს დაეხმარება სამწლიანი გეგმის ხარისხიანად განხორციელებასა და შედეგების შეფასებაში.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც აპრილში ამოქმედნენ, ადგილობრივ ფერმერებს აწვდიან უახლეს ინფორმაციას სამომხმარებლო ბაზარზე, თუ სად შეიძინონ და გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ყველაზე სარფიანად, ასევე, თუ როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, ეხმარებიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, უწევენ სამართლებრივ კონსულტაციას, ასევე დაინტერესებულ პირებს ჩაუტარებენ ტრეინინგებს და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა, სესხის აღება, მოსავლის შენახვის პირობები და ვადები და ა.შ.