მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია იმ უდიდესი ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგის შესახებ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 2027 წელს აშშ-ში ექნება, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
ჯო უილსონის განცხადებით, 2027 წლის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია მისი მეგობრისა და გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის ხსოვნას მიეძღვნება.
„მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია იმ უდიდესი ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგის შესახებ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 2027 წელს აშშ-ში ექნება. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტრამპს და მოვიწვიე, დაესწროს ასამბლეას და სიტყვით მიმართოს. ეს მნიშვნელოვანი კონფერენცია გაიმართება ჩემი მეგობრის, გარდაცვლილი სენატორ ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად,“ - წერს ჯო უილსონი.