საქართველოს სლოვაკ ინვესტორთა დელეგაცია სტუმრობს. აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილესი სამთო-საკურორტო ტურიზმის მმართველი ჯგუფი - J&T Group-ი საქართველოს სათხილამურო კურორტებში ინვესტირებითაა დაინტერესებული. როგორც გუდაურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საუბარი ეხება ინვესტიციას, რომელმაც ქვეყნის სათხილამურო ტურისტული ზონები უმაღლესი კლასის ევროპული კომპლექსებით უნდა დატვირთოს. სლოვაკმა ინვესტორებმა ინტერესი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და გუდაურის განვითარების სააგენტოს წარომადგენლობითმა დელეგაციამ, ორიოდ კვირის წინ, მათ საქართველოს მთიანი ზონების განვითარების კონცეფცია და საკურორტო პოტენციალი გააცნეს. სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს ლიკანი-ბაკურიანი, რის შემდეგაც გაემგზავრებიან გუდაურში, კონკრეტული კონცეპტუალური მონახაზის ფორმირებისთვის. ვიზიტორები ეწვევიან ასევე ყაზბეგს დასასრულს კი, სლოვაკ ინვესტორებს კახეთში უმასპინძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები