მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი შს მინისტრის კანდიდატურის თაობაზე განცხადება გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის მომავალი მთავარი პოლიცილელი მას უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა მის ვინაობას მოგვიანებით დაასახელებს.
"ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ. ისიც ასევე იქნება ძალიან ღირსეული, ასევე ახალგაზრდა იქნება. მე უკვე შერჩეული მყავს, მე გავიარე კონსულტაციები ბატონ პრემიერთანაც, ასე რომ ძალიან ღირსეული ახალი მთავრობა იქნება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.