მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე დაინიშნება.
ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძე ძალიან კარგი მთავარი პროკურორი იქნება, რომელსაც ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანებით დაკოპლექტებული გუნდი ეყოლება.
"ფარცხალაძე იქნება ახალი მთავარი პროკურორი, ვადასტურებ ნამდვილად და მე მჯერა, რომ ის იქნება ძალიან ეფექტური ახალი პროკურორი. მას ეყოლება ძალიან კარგი, ეფექტური გუნდი ახალგაზრდებით და გამოცდილი პროკურორებით დაკომპლექტებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური იქნება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.