შავის ზღვის ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციამ, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის და ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფებს დაავალა შეისწავლონ საკითხი შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის. უკრაინის ვიცე-პრემიერის ალექსანდე ვილკულის განმარტებით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა უკრაინის ინიციატივას შავი ზღვის აკვატორიაში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისვთის. რეგიონის ქვეყნების შესაბამის სფეროების მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ არსებულ და ახალ ტურისტულ პროდუქტებს. ერთ-ერთი მიმართულება იქნება ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია, მათ შორის საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, სომხეთი, სერბეთი, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.