კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ ახალი მთავარო პროკურორის ამოცანა იქნება, რომ არჩილ კბილაშვილის სტრუქტურის მიერ მიღებული და დალაგებული საქმეები მოქმედებაში მოიყვანოს.
მისივე განმარტებით, ახალმა პროკურორმა უნდა უზრუნველყოს დამნაშავეების დასჯა.
,,ვერ გეტყვით რამ განაპირობა არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ასიათასობის განცხადება რომელიც პროკურატურაში შევიდა შესწავლა ხომ უნდოდა. ელემენტარულად ამ ყველაფერს დალაგება ხომ უნდა, ალბათ შესული განცხადების მეათედიც არ არის შესწავლილი, რადგან მას ასობით საქმის შემსწავლელი სჭირდება. თვითონ კბილაშვილის გადასაწყვეტია ყველაფერი, როგორც თავად განაცხადა ის გუნდში რჩება და ბიძინა ივანიშვილთან ერთად სამოქალაქო სექტორში გადადის. ახლა პროკურორად ისეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომ ის უბედურება რაც სააკაშვილის გუნდს აქვს ჩადენილი უნდა აღსრულდეს და ხალხი უნდა დამშვიდდეს", P_განაცხადა ჯაჭვლიანმა.
,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას გაართვა თუ არა დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი არჩილ კბილაშვილმა სოსო ჯაჭვლიანი ასე პასუხობს:
,, ამ საკითხს შეიძლება რამდენიმე კუთხით შეეხო და როგორ?-ერთ მაგალითს მოგიყვანთ დავუშვათ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველსავე სესიაზე რეფერენდუმის ჩატარება რომ მოგვეთხოვა თუ რა ვუყოთ ,,ნაციონალებს", ასიდან-ასი იტყოდა, რომ სცემეთ და გაყარეთ, ან დახოცეთო, მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება. სიტუაცია ჯერ უნდა დალაგდეს და ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს. ამიტომ ამ ყველაფერს თუ ამ კუთხიდან შევხედავთ მას ხომ დალაგება და გააზრება უნდა. ახლა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ვინც მოვა მისი პირველი ამოცანა იქნება რომ ამდენი ხნის დალაგებული საქმეები მოქმედებაში მოიყვანოს", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჯაჭვლიანმა.