შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთისნავსადგურში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი გემი "MSC HOGGAR" დააკავეს. აღნიშნული გემის კაპიტნის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება. მას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები