საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, სტრაზბურგში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში მოისმინეს. ტორ პიონიო გლანდი მერვე კონსოლიდირებული ანგარიშით ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის შეხვედრაზე წარდგა.
ანგარიში 2013 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდ მოიცავს. ევროპის საბჭოს წევრი-ქვეყნების წარმომადგენლებმა მოუწოდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს, რომ კონფლიქტის დარეგულირების მიზნით უფრო გაააქტიუროს მონიტორინგი ამ რეგიონში.
„ეს არის ანგარიში, რომელიც წელიწადში ორჯერ ხდება კონფლიქტებზე საქართველოში. მოხსენების ძირითადი ფოკუსი იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენ ყურადღება მიგვეპყრო ევროპის სახელმწიფოებისა იმაზე თუ რაც ხდება ამ ტერიტორიებზე", _ აცხადებს საქართველოს ელჩი ეროსაბჭოში კოტე კორკელია.