მიმდინარე წლის ნოემბრიდან სოკარის მიერ უპრეცედენტო საქველმოქმედო პროექტი ხორციელდება კერძოდ, ორასზე მეტი ეკლესია-მონასტერი, მეჩეთი და სინაგოგა უფასოდ მიღებს ბუნებრივ აირს მთელი საქართველოს მასშტაბით. სოკარი მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.
მასშტაბურ საქველმოქმედო აქციას წინ უსწრებდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის" პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა გააფორმეს. მემორანდუმზე ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე.
კათალიკოსმა დალოცა მრავალმხრივი საქველმოქმედო საქმიანობა და მასშტაბური სოციალური პროექტები, რომელთაც სოკარი მუდმივად ახორციელებს საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები