საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თანმდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
კბილაშვილმა უარყო ინფორმაცია, პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან უთანხმოების შესახებ. მისი თქმით, მას და მომავალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს, რადგან გასული ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მოუწიათ მუშაობა.