„იმედები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ახალი ხალხის მოსვლა „მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილებების" მიღებამდე მივა - არ გამართლდა", _ განაცხადა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებების 25-ე რაუნდის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ამ რაუნდზე ვერ მოხერხდა წინ წაწევა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება.
„იმედი გვქონდა, რომ ამ საკიტხზე ერთობლივი განცხადების მიღებას შევძლებდით, თუმცა ეს, სამწუხაროდ არ მოხდა", _ განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ამჯერადაც უარყო რუსეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის მიღება, რომელიც „არასავალდებულო და იურიდიული ძალის არმქონეა".
„თუმცა საქართველომ კვლავ მოახდინა დაჟინებული სურვილის დემონსტრირება მიიღოს რაიმე სახის დოკუმენტი თავად მათ მიერ მოგონილი მოთხოვნის შეუსრულებლად რუსეთის მიმართ, გაკეთოს განცხადება საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ",_ განაცხადა კარასინმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ხუთი წლის წინ მომხდარ კონფლიქტში თავს მონაწილე მხარედ არ მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები