საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნოემბრის ბოლოს ვილნიუსის სამიტს არ დაესწრება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს შავი ზღვის უნივერსიტეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ვილნიუსის სამიტზე წასვლა მისი ფუნქცია არ არის და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პარაფირების ხელშეკრულებას სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტი დაესწრება.