საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ახალ მთავრობას და არჩეულ პრეზიდენტს წარმატებებს უსურვებს.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობის და პრეზიდენტის ფოკუსი და კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული თუ როგორ უნდა მოახდინონ საქართველოს წაყვანა უკეთესობისკენ.
"ბიზნეს რეიტინგში 128-ე ადგილიდან საქართველო გადავიყვანე მე-8-ზე, გადაიყვანონ მათ პირველზე და ეს მხოლოდ გამიხარდება. ჩვენ გავზარდეთ ეკონომიკა რამდენჯერმე და გაზარდონ კიდევ ბევრჯერ. ჩვბენ სიღარიბე შევამცირეთ 2-ჯერ, მაგრამ ქართველების 20% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. მთლიანად გააქრონ და ძალიან ბედნიერი ვიქნები. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება თუ ახალი მთავრობა მიაღწევს წარმატებას. იმიტომ, რომ მთავრობის წარუმატებლობა იქნება საქართველოს წარუმატებლობა. მე იმდენი წელი შევალიე საქართველოს სამსახურს, ისე მინდოდა საქართველოს წარმატება, რომ არ გამიხარდება მისი წარუმატებლობა. მე ვარ უზომოდ მადლიერი ჩემი ხალხის, რომ მომცა საშუალება თითქმის 9 წლის განმავლობაში მემსახურა მათთვის და მქონოდა შესაძლებლობა ჩემი ქვეყანა შემეცვალა უკეთესობისკენ,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.