საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტმა დიპლომატებთან შეხვედრისას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალაუფლების გადაცემა ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეზე მშვიდობიანად მოხდა.
სააკაშვილმა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის დანიშნულების შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არასოდეს არ ყოფილა მისი პირადი საკუთრება.
,, ახლა დიდი დაავა, რომ ეს შენობა უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო დაწესებულება და გამოცხადდა, რომ არ უნდა იყოს. მინდა გითხრათ რომ ეს არ იყო არასოდეს სააკაშვილის პირადი სახლი. ვიღაცეები ამბობენ რომ მდიდარს ვართმევთ და ღაირბს ვაძლევთ ჯერ ერთი მე მდიდარი არ ვარ. რამდენიმე დღის წინ ველოსიპედით ვიარე ჩემს სიმამრთან ერთად ჰოლანდიაში, ბრიუსელში ვიყავით ვიზიტით და სერიოზულად მეჩხუბა რომ ათი წელი სადღაც ხომ მუშაობდი, ათი წელი სადღაც რომ მუშაობს ადამიანი სახლში იმავე ნივთებით არ ბრუნდება სახლში, ახლა თქვენ იმავე ნივთებით დაბრუნდით სახლში, როგორც ცხოვრობდით ,,ვარდების რევოლუციამდე". რას აკეთებდი, მე ხომ არ გეუბნები, რომ კორუმპირებული უნდა ყოფილიყავი, რაღაც მაინც გაგეკეთებინა. ჰოლანდიური ლოგიკა ჩვენს რეალობაში ნაკლებად გამოყენებადია. ამას იმიტომ ვამბო, რომ ეს არასოდეს არ ყოფილა ჩემი სახლი, ერთადერთი რაც დამემატა ეს არის კახეთის ვენახი და ისიც მეღვინეობის ცენტრისთვის მინდა და ისიც ეკუთვნით ადგილობრივებს იმისთვის, რომ უკეთესად შეისწავლონ მეღვინეობა", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან დაკავშირებულია უკვე ისტორიული ტრადიცია
,,როცა ამბობენ, რომ ავლაბრის რეზიდენციიდან უნდა გავასახლოთ პრეზიდენტის და შენობა ხალხს დავუბრუნოთ, ხალხისთვის დაბრუნება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აქ უნდა შემოასახლო ქართული ცნობილი სახინკლე ,,თაღლაურა". ამ სასახლესთან დაკავშირებულია უკვე ისტორიული ტრადიცია, მაგალითად ომის დროს როცა გბობავდნენ საქართველოს მთავრობა აქ დარჩა და არსად არ წავიდა, აქედან ვხელმძღვაბნელობდით ჩვენ რუსეთის წინააღმდეგობას, რომელიც საბოლოო ჯამში დამთავრდა ქართული სახელმწიფოს გადარჩენით, აქ ჩამოვიდნენ მსოფლიო ლიდერები და აქ მართავდნენ პრესკონფერენციებს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა", - განაცხადა სააკაშვილმა.