კახეთის გუბერნატორის პოსტზე ზურაბ ჭიაბერაშვილის შემცვლელად პარტია "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის, უჩა კანდელაკის კანდიდატურა განიხილება.
როგორც კანდელაკმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტზე მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე კონსულტაციები უკვე იყო, თუმცა საკითხი საბოლოოდ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გადაწყდება.
კანდელაკის თქმით, იგი ამჟამად პარტიული საქმიანობითაა დაკავებული, თუმცა მზადაა მის პოლიტიკურ გუნდს ნებისმიერ დროს ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობით დაეხმაროს.