მთავარია ყოველთვის მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული. როგორ წარმოუდგენიათ ხალხისათვის რეზიდენციის გადაცემა?! თაღლაურა კეთდება თუ ხინკალ პალასი?!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მრვალი საუკუნე არ ჰქონია სასახლე, რადგან დამპყრობელს არ უნდოდა ეს და ავლაბრის რეზიდენტცია ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა, ამიტომ ეს შენობა მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს და სხვა არაფერი, რადგან ასეა აშენებული და ის არ ყოფილა მორგებული მიშაზე, ის საუკუნეების განმავლობაში უნდა დარჩენილიყო.
სააკაშვილის თქმით, ავლაბრის რეზიდენციაში შეუძლებელია რომელიმე სახელმწიფო უწყების განთავსება ან მით უმეტეს უნივერსიტეტის გახსნა, რადგან შენობა პატარაა და მხოლოდ 200-მდე ადამიანზეა გათვლილი.
"აი, მაგალითად, მთელი ამ დღეები არის საშინელი კამათი პრეიდენტის სასახლეში რა უნდა იყოს. ჯერ ერთი, პრეზიდენტის საახლეა და ეს არ არის მიშას სასახლე. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ მიშას ვართმევთ და ხალხს ვუბრუნებთ და მდიდარს ვართმევთ და ღარიბს ვუბრუნებთო, ჯერ ერთი, არც მე ვარ მდიდარი და ხალხს როგორ უბრუნებენ, რა იქნება შიგნით?! თაღლაურა კეთდება ზუსტად, ხინკალ პალასი თუ რა?! როგორ წარმოუდგენიათ ხალხისათვის დაბრუნება და გადაცემა?! ეს რაღაცა დაწესებულება უნდა იყოს. საქართველოს მრვალი საუკუნეა არ ჰქონია სასახლე, რადგან დამპყრობელს არ უნდოდა ეს. ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და მე როგორც ვცხოვრობდი მოკრძალებულ ბინაში, ისეთივე ბინაში დავბრუნდი, მაგრამ სასახლე უნდა დარჩეს. ერთ დღეს თქვეს, რომ უნდა იყოს სამინისტრო, მეორე დღეს თქვეს, რომ უნდა იყოს უნივერსიტეტი, მესამე დღეს კიდევ რაღაცა. ძალიან მარტივია, ერთხელ მაინც რომელიმე მათგანი იქნებ მოსულიყო და ეს სასახლე ენახა. ჩვენ ყოველდღე დაგვყავს იქ ბავშვების ექსკურსიები. დავათვალიერებინებდით და დაინახავდნენ რა შეიძლება შიგნით განთავსდეს. ნახონ, რომ სიტყვაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ დაეტევა, თუ ამის განთავსება უნდათ, კიდევ უნდა მოაშენონ კორპუსი. იმიტომ, რომ ჩვენთან სულ მუშაობს ასზე ოდნავ მეტი ადამიანი. უნივერსიტეტსთვის საერთოდ გამოუდეგარი შენობაა. უნივერსიტეტისთვის იყო იდეალური შენობა ბათუმის ტექნოლოგიური უნვერსიტეტი, ფულიც იყო უკვე ამერიკელები, შენობაც იყო, შენობაზე გიჟდებოდნენ ამერიკელები და ახლა ეს პროგრამა აღარ გვაქვს. ამერიკელებთან 5 წელი ვლაპარაკობდით და ახალ მოლაპარაკებებს დასჭირდება 7 წელი. პრეზიდენტის სასახლის შენობა შეიძლება იყოს მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე, მეტი არაფერი, რადგან ასეა აშენებული და ის არ ყოფილა მორგებული მიშაზე. ის საუკუნეების განმავლობაში უნდა დარჩენილიყო. ასე რომ, ეს კამათი აზრს მოკლებულია და ასეთ თემებზე ზედმეტი ფოკუსირება საერთოდ აზრს მოკლებულია. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ უნდა ავაშენოთ მეტი უნივერსიტეტი, როგორ უნდა ავაშენოთ მეტი ახალი ინფრასტრუქტურა, როგორ ავაშენოთ ის პორტი, რომელიც გადარჩენაა საქართველოსთვის და როგორ წავიდეთ წინ,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.