პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შესაძლო დამყარებას არარეალურს უწოდებს.
ხმალაძის თქმით, მონარქიული მმართველობის ფორმიდან 2 საუკუნოვანი წყვეტის გამო დღევანდელ პირობებში შეუძლებელია მმართველობის ამ ფორმის დაბრუნება და ქართული რეალობისთვის ყველაზე შესაფერისი კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მოდელია.
"2 საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენთან არის წყვეტა მონარქიულ წყობილებასა და არამონარქიულ წყობილებას შორის. ეს ტრადიციული პატივისცემა სამეფო გვარისადმი და ის როლი, რომელსაც ტრადიციულ მონარქიებში ასრულებენ მონარქები, ჩემი აზრით შეუძლებელია აღდგეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველაზე უკეთ მოერგება სწორედაც კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი,"- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.