საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული რევაზ ჭარბაძე შეიწყალა.
სააკაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ თითქმის ყველაფერი იცის ბევრი პოლიტიკოსისა და თანამდებობის პირთა უმეტესი ნაწილის შესახებ, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ერიდებიან საჯაროდ გამოჩენას, მათ არ უყვართ საკუთარი თავის რეკლამირება და ტრაბახი და სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება რევაზ ჭარბაძე.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, რევაზ ჭარბაძე ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დაწინაურებული თაობის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და დამსახურებული წარმომადგენელია.
"გარდა იმისა, რომ თბილისის გარშემო თავდაცვის ზღუდეების მშენებლობას ხელმძღვანელობდა, ქართულ სამხედრო ინდუსტრიას რეზო სათავეში მაშინ ჩაუდგა, როცა ის, პრაქტიკულად, გაპარტახებული და განადგურებული იყო. ჩვენთვის საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ახალ იარაღს იმ პირობებში, როდესაც 2008 წლის შემდეგ თითქის ყველა ქვეყანა ყოყმანობდა და უარს ამბობდა მოეყიდა იარაღი.
ასეთ ვითარებაში არაერთხელ აღმოჩდა ისრაელი და სინგაპური. ჩვენ სწორედ მათ მივბაძეთ, როდესაც ფართომასშტაბიანი ადგილობრივი სამხედრო წარმოების შექმნა გადავწყვიტეთ. რეზო ძალიან სერიოზულად მიუდგა ჩემს ამ დავალებას. მან მოიარა ბევრი ქვეყანა, შეხვდა წინა წლებში სამშობლოდან გადახვეწილ სპეციალისტებსა და ინჟინრებს და ისინი საქართველოში დააბრუნა. ამას გარდა, დაითანხმა ნიჭიერი უცხოელი სპეციალისტები ეთანამშრომლათ ჩვენს ქვეყანასთან. ამ დროისთვის, გამოსასწორებელი იყო სხვა გარემოებებიც. ჩვენი საბაზისო წარმოებები, რომელთა პრივატიზება სხვადასხვა საეჭვო ჯგუფებბა წინა წლებში გაურკვეველი მაქინაციების გზით მოახერხეს, მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. წარმოება, პრაქტიკულად, შეჩერებული იყო. ჭარბაძემ იზრუნა, რომ ეს ქარხნები სახელმწიფოსთვის დაებრუნებინა და საქართველოს კვალობაზე, ეფექტიან სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსად ჩამოაყალიბა. ძალიან ვამაყობ იმ ტექნიკით, რომელთა შექმნაც ქართველებმა რევაზ ჭარბაძის ხელმღვანელობით შეძლეს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უმოკლეს ვადებში გამოვუშვით ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი", ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა", კავშირგაბმულობის მაღალტექნოლოგიური მანქანა, არტილერიული ცეცხლის ერთ-ერთი საუკეთესო დანადგარი მსოფლიოში და ეს იმ პირობებში, როცა უცხოეთის ქვეყნებმა უარი თქვეს ჩვენთვის უპილოტო საფრენი აპარატების მოსყიდვაზე; თანაც მაშინ, როცა ისინი ჰაერივით გვჭირდებოდა. ჭარბაძემ სასწაული შეძლო და ესტონელ სპეციალისტებთან ერთად თბილისში ავაწყეთ ამ ურთულესი აპარატების წარმოება. ყველა ეს დანადგარი არ იყო უბრალოდ საჩვენებელი ნიმუში - ჩვენ ავაწყეთ მათი მასობრივი წარმოება, მივაწოდეთ მათ სხვადასხვა ტექნიკის ასეულობით ერთეული და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, გაგვიჩნდა შეკვეთები უცხოეთიდან. ყოველივე ეს საქართველოსთვის ნამდვილ გარღვევას წარმოადგენდა და არა მხოლოდ ასაქმებდა ათასობით ადამიანს, არა უბრალოდ ემსახურებოდა ქვეყნის თავდაცვას, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესია, არამედ ემსახურებოდა მაღალტექნოლოგიური პროცესის დანერგვას, ახალი ფასდაუდებელი სპეციალისტების მომზადებას. ასევე ეს უნდა უზრუნველეყო ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და სხვა. განათლების სისტემაში ეს პროექტები ამჟამად შეჩერებულია. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ რევაზ ჭარბაძეს ჯერ დაატოვებინეს მის მიერ შექმნილი წარმოება, ხოლო შემდეგ საქართველოც. ახლა, წინა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სისტემაში მის მიმართ დადგა განაჩენი. ეს ბრალდებები არა მხოლოდ თავიდანვე იყო სამართლებრივად საეჭვო, არამედ, ზოგადად, გადაჭარბებულ ინტერესს იწვევდა მთავრობაში ჭარბაძის მიმართ, მათ შორის, წარმოადგენდა სამართალდამცავ სისტემებში დაბრუნებული იმ თანამდებობის პირების ინსტერესს ან შესაძლოა დავალებასაც, რომლების შევარდნაძის პერიოდში შემჩნეული იყვნენ საქართველოს ამჟამინდელი ოკუპანტის სპეცსამსხურებთან მჭიდრო თანამშრობლობაში. სხვათა შორის, ეს გაითვალისწინა ევროკავშირის იმ ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელმაც რევაზ ჭარბაძეს უმოკლეს ვადაში მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი. ჩემი პრეზიდენტობა ემსახურებოდა ჭარბაძის მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდების საქართველოში მოზიდვას და მათ გამოყენებას ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვამაყობ, რომ ბევრ ასეთ ადამიანს გავუხსენით გზა. სამწუხაროა, რომ ახლა საპირისპირო ტენდეცია გაჩნდა და ასეთ ხალხს ან ატოვებინებენ ქვეყანას, ან ისინი თავად იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას უპერსპექტივობის გამო. ამჟამად წარმოებაც თითქმის გაჩერებულია და სპეციალისტებიც ისევ დაუსაქმებელი გვყავს. გული მიკვდება, როდესაც თითქმის ყოველდღე ვიგებ, რომ ასეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ან სამსახურებიდან გაუშვეს ან თავად მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება. გუშინ ჩემმა თანაშემწემ მაჩვენა ერთ-ერთი ასეთი, უმაღლესი საერთაშორისო კლასის სპეციალისტის გამოგზავნილი ტექსტი. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ადამიანს ძალიან მაღალანაზღაურებად სამსახურებს სთავაზობდნენ ამერიკაში, ევროპაში და არაბთა საემიროებში. მასთან ინტესიურად ვთანამშრომლობდით და ვიცოდით, რომ არ აპირებდა ქვეყნის დატოვებას. წერილში, რომელიც გუშინ წავიკითხე, ეწერა: „ჩემი ნამდვილი პრეზიდენტის წასვლის პარალელურად, ვწყვეტ საქართველოში მუშობას და ვტოვებ ქვეყანას. აქ მე და ჩემისთანებს უკვე აღარაფერი გვესაქმება. დიდი მადლობა ამ წლების განმავლობაში ჩემი მხარდაჭერისთვის". ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და საზოგადოებამ უნდა მიუთითოს მთავრობას, რომ ასეთი ტენდეცია დამანგრეველი იქნება საქართველოსთვის. რაც შეეხება რევაზ ჭარბაძეს, მე არა მხოლოდ უყოყმანოდ ვაწერ ხელს მისი შეწყალების დოკუმენტს, არამედ ვაჯილდოებ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით ნიშნად დაფასებისა იმ დიდი ღვაწლისა, რაც საუკუნეების შემდეგ, ქართული სამხედრო წარმოების აღორძინებით და შექმნით გამოიხატა. მადლობას ვუხდი მას იმ რწმენის დაბრუნებისთვის, რომ ქართველებს ყველაზე რთული ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტა ხელეწიფებათ სწორი ორგანიზაციისა და ხელმძღვანელობის პირობებში. მთავარია, მალე დადგეს ის დრო, როდესაც რეზო და მისი მსგავსი სპეციალისტები შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას და აღმშენებლობის შემდეგ ტალღაში მონაწილეობას,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.