11 ნოემბერს, 10:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის ორთვიანი პრაქტიკული კურსი გაიხსნება. ღონისძიებას აკადემიის რექტორი სერგო ნიზაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სხვა პირები დაესწრებიან. პროექტის ფარგლებში, ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები აკადემიაში ტრეინინგს გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ ასეთი პროექტი პირველად ხორციელდება, რადგან ფინანსთა სამინისტროს აკადემია აქამდე მხოლოდ თანამშრომელთა გადამზადების კურსებს ატარებდა. სტუ-ის სამართლის კლინიკის ინიციატივით, შედგა შეთანხმება და ამიერიდან ფინანსთა სამინისტროს აკადემია პრაქტიკულ კურსს სტუდენტებისთვისაც ჩაატარებს.