საპარლამნტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მმართველი კოალიციის საპარლამენტო წარმომადგენლობა ქვეყანაში კონსტუტუციური მონარქიის დამყარების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს, თუმცა გამორიცხული არაფერია.
როგორც ქუცნაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, კონსტიტუციური რეფორმის ჩატარების ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სახელწმიფო მმართველობის სხვადასხვა მოდელების წარმოდგენის უფლება, თუმცა ბოლო დღეებში კონსტიტუციური მონარქიის თემის აქტუალობა არ ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ მოდელს აუცილებლად დაუჭერს მხარს.
"უმრავლესობაში ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება და კონსტიტუციური რეფორმის ჩატარების კვალობაზე ნებისმიერ პირს აქვს ნებისმიერი მოდელის შემოთავაზების უფლება, მაგრამ უმრავლესობა ამ საკითხს არ განიხილავს. ასე რომ, უმრავლესობა მყარად არის ჩამოყალიბებული საპარლამენტო მმართველობის მოდელზე,"- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.