უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს რომ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მთავრობის რიგებში არყოფნა გუნდს დააზარალებს. ამის შესახებ განცხადება ფოფხაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ირაკლი ალასანია არის გამორჩეული ლიდერი ჩვენი პოლიტიკური გუნდის და მისი მთავრობაში არყოფნა ამ გუნდს ნამდვილად დააზარალებს. არა მგონია ვინმე ამ ნაბიჯზე წავიდეს. ჭორები ხანდახან მართლდება მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც ჭორებზე ვერ ვილაპარაკებთ", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.